გაერო ბირთვული იარაღის ტესტირების აკრძალვას ითხოვს

20 წელია რაც შესაბამისი შეთანხმების მიღება გვიანდება

გაერო ბირთვული იარაღის ტესტირების აკრძალვას ითხოვს

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა, ბირთვული ტესტების აკრძალვის შეთანხმების (CTBT) მოქმედებაში უმალ მოყვანა მოითხოვა.

იგი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ბირთვული იარაღის ტესტირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სესიაზე და აღნიშნა, რომ  ბირთვული იარაღის გამოცდასა და აკრძალვას შორის მეტად რთული ურთიერთობები არსებობს და ამიტომ არასოდეს ივიწყებენ იმათ ხსოვნას, რომლებიც ინტენსიური ბირთვული ექსპერიმენტების შედეგად დაიღუპნენ.

მისივე აზრით, ბირთვულ ტესტებს  საშინელი ზეგავლენა აქვს გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, სურსათის უვნებლობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, ამიტომაც, ბირთვული ტესტების საწინააღმდეგოდ მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული.

“ამჟამად არსებული მკაცრი ზომებისა  და გაეროს უშიშროების რეზოლუციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვულ ტესტებს. ამიტომაც რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს ბირთვული ექსპერიმენტის ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების ძალაში შესვლა, რომლის მიღებაც აგერ უკვე 20 წელია რაც გვიანდება", აღნიშნა გუტიერესმა.



მსგავსი ინფორმაციები