ფხენიანმა სატელიტების გამტყორცნი ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

ეს ფაქტი სეულმაც დაადასტურა

1018194
ფხენიანმა სატელიტების გამტყორცნი ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

 

ჩრდილოეთ კორეამ მეტად საკვანძო, სატელიტების გამტყორცნი  ობიექტების და სტრუქტურების  დემონტაჟი დაიწყო.

ამერიკულმა კვლევითმა ჯგუფმა "38 North"-მა,   20-22 ივლისს მიღებული სატელიტური გამოსახულებები ინტერნეტ-სივრცეში გამოაქვეყნა და მასში ნათლად ჩანს სოჰოში მდებარე ხსენებული ობიექტის  დემონტაჟის სამუშაოები.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათაც დააფიქსირეს დემონტაჟის სამუშაოები და ეს ფაქტი იქნება, "პოზიტიური ეფექტი", ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების გზაზე.

ექსპერტების აზრით კი, მთლიანი ობიექტების დემონტაჟამდე ასეთი ნაბიჯები არ შეამცირებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პოტენციალს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ივნისს სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ იონგ-უნთან პირველი პირისპირი შეხვედრის დროს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს.

ორმა ლიდერმა თანხმობა განაცხადა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების მიზნით დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელებაზე



მსგავსი ინფორმაციები