ბირთვულმა ცდებმა აშშ-ში 700 ათასამდე ადამიანი შეიწირა

მატერიალურმა ზარალმა კი 2,5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

876259
ბირთვულმა ცდებმა აშშ-ში 700 ათასამდე ადამიანი შეიწირა

Daily Mail- ის მონაცემებით, მარტო ნევადის პოლიგონზე  ჩატარებული 100 ბირთვული იარაღის ტესტის შედეგად, რადიაცია დიდ ფართობზე გავრცელდა და საბოლოო ჯამში აშშ-ში, 1951-1973 წლებში განხორციელებული ბირთვული ცდების შედეგად, სავარაუდოდ, 695 ათასი ადამიანი დაიღუპა.

არიზონას უნივერსიტეტის თანამშრომელ კეიტ მაიერსის განცხადებით, ამ ტესტების შედეგად რადიაციამ ყველაზე მეტად რძეში და რძის პროდუქტებში შეაღწია.

მისვე აზრით, ამ ბირთვულმა ცდებმა აშშ-ს 2016 წლისთვის 1.17--2.63 ტრილიონი დოლარის ღირებულების ზარალი მიაყენა.

ნევადაში ბირთვული ცდები 1992 წლამდე გრძელდებოდა



მსგავსი ინფორმაციები