რუსეთი საუდის არაბეთს S-400 ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის

გაფორმებული შეთანხმება სხვა იარაღების მიწოდებასაც ითვალისწინებს

823034
რუსეთი საუდის არაბეთს S-400 ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის

რუსული საინფორმაციო სააგენტო RİA Novosti-სათვის გავრცელებულ განცხადებაში ამ ქვეყნის ფედერალური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვორობოევამ თქვა, რომ საუდის არაბეთისათვის S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდების საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს. “ საუდის არაბეთს S-400 სისტემების გარდა, ასევე Konnetic-EM მოდელის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, TOS-1A მძიმე საცეცხლე სისტემებს, AGS-30 ბომბის მსროლელებს და  AK-103 ტიპის კალაშნიკოვის ავტომატებსაც მივაწვდით“, აღნიშნა ვორობიევამ.  



მსგავსი ინფორმაციები