ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

10 ევროპის ქვეყანაში დაახლოებით 500 ათას ადამიანზე  ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დღეში სულ მცირე სამი ფინჯანი ყავის დალევა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. Imperial College of London-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო კიბოს კვლევის ცენტრში მომუშავე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მეტი ყავის მირთმევა სიკვდილის რისკებს ამცირებს. ამავე კვლევით დადგინდა, რომ  ყავა სისხლძარღვებსა და კუჭ-ნაწლავის სისტემას აწესრიგებს და სიმსივნით დაავადების რისკსაც ამცირებს. მეორეს მხრივ ზოგიერთი სპეციალისტები აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით ყავის მიღება, ქალებში საკვერცხეების კიბოს იწვევს. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS)  განცხადებით  ორსულ ქალს, დღეში მხოლოდ, 200 მილიგრამი ყავის მიღება შეუძლია.


საკვანძო სიტყვები: გახანგრძლივება , სიცოცხლე , ყავა

მსგავსი ინფორმაციები