ბრაზილია 272 კგ ზურმუხტი.

ბრაზილიის ჩრდილო აღმოსავლეთის ერთ-ერთ მაღაროში, ნაპოვნი იქნა 1,3 მეტრი სიგრძის და 272 კგ წონის ზურმუხტი

738594
ბრაზილია 272 კგ ზურმუხტი.

 ბრაზილიის ჩრდილო აღმოსავლეთის ერთ-ერთ მაღაროში, ნაპოვნი იქნა 1,3 მეტრი სიგრძის და 272 კგ წონის ზურმუხტი.

ეროვნული მინერალური წარმოების დეპარტამენტიდან პაოლო სანტანას ცნობით, ზურმუხტი, ნაპოვნ იქნა დაახლოებით 20 დღის წინ, ბაჰიას პროვინციის მეშახტეთა კოოპერატივის მეშახტეების მხრიდან.

ეს არის 2001 წელს, 300 მილიონი დოლარის ღირებულების 292 კგ-იანი ზურმუხტის შემდეგ, რეგიონში ნაპოვნი სიდიდით მეორე დიდი ზურმუხტი.  არ არის ცნობილი მისი ფასი. იგი მიეყიდა ერთ-ერთი შახტის მფლობელს, რომელმაც არ მოისურვა სახელის გამხელა. მყიდველის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი მოახდენს ზურმუხტის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში გამოფენას.


საკვანძო სიტყვები: #ბრაზილია , #მაღარო , #პოვნა , #ზურმუხტი

მსგავსი ინფორმაციები