უმაღლესი განათლება თურქეთში 4/2017

უმაღლესი განათლება თურქეთში 4/2017

698778
უმაღლესი განათლება თურქეთში 4/2017

მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში 2016-2017 წლებში უცხოელი სტუდენტების მიღების პირობებზე გესაუბრებით.  

ყველას, ვისაც თურქული ლიცეუმის თანასწორი სკოლა აქვს დამთავრებული და საჭირო პირობებს აკმაყოფილებს, შეუძლია ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის  წინა საბაკალავრო და საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლებლად საბუთების შეტანა. ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის იმ პროგრამებისა და კონტიგენტის შესახებ, რომელზეც 2016-2017 სასწავლო წელში საზღვარგარეთიდან სტუდენტები მიიღეს, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება თურქულ და ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ინტერნეტ მისამართზე www.hacettepe.edu.tr. მხოლოდ განცხადების შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ სტუდენტი მიღებული იქნება. უნივერსიტეტი შეფასებების გაკეთებისას თავისუფალია სტუდენტის შერჩევის საკითხში.   

თურქეთის ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში სასწავლებლად მიმართვის გაკეთება შეგიძლიათ მისამართზე http://www.iso.hacettepe.edu.tr/basvurukabultr290416.pdf

რომელი გამოცდების შედეგებითა და რა ქულებით შეგიძლიათ მიმართვის გაკეთება იხილეთ მისამართზე 

http://www.oid.hacettepe.edu.tr/web_alt_sayfalar/docs/yos_2016/20160425_2016_Kabul_edilen_sinav_turleri_diplomalar_ile_minimum_puanlar.pdf

რომელ სამაგისტრო პროგრამაზე შეგიძლიათ განცხადების შეტანა იხილეთ მისამართზე:

http://www.oid.hacettepe.edu.tr/web_alt_sayfalar/docs/yos_2016/20160425_2016_Kontenjan_lisans-ILAN_SAYFASI.pdf

გასულ წელში უცხოელი სტუდენტებისათვის ონლაინ განცხადების შეტანა 2016 წლის 2 მაისს დაიწყო და 2016 წლის 24 ივნისს დამთავრდა. დოკუმენტაციის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში შესვლის ბოლო თარიღი 2016 წლის 1 ივლისი იყო. ჩარიცხვის შედეგები 21 ივლისს გამოქვეყნდა. საბოლოო რეგისტრაციის თარიღი კი 29 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე იყო. წელსაც თარიღები სავარაუდოდ მიახლოებული იქნება.

ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე გასულ წელში სწავლის საფასური ორივე სემესტრისათვის 2955 თურქულ ლირას, სტომატოლოგიურზე 2470 თურქულ ლირას, პედაგოგიურ ფაკულტეტზე 1420 თურქულ ლირას, სპორტული მეცნიერების ფაკულტეტზე 950 ლირას შეადგენდა. 2017-2018 წლებში ეს ციფრი სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება.  

თქვენი განაცხადის მიღების თაობაზე ჯაჰეთთეფეს უნივერსიტეტიდან  შეტყობინების წერილს მიიღებთ. ამ წერილთან ერთად უახლოს თურქეთის საელჩოში ან საკონსულოში შეგიძლიათ განაცხადის შეტანა. ანკარაში ჩასვლის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საერთო საცხოვრებლის შესახებ. თურქული ენის შესასწავლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის თურქულის ენის შემსწავლელი ცენტრის 1 წლიანი კურსებით, სადაც სწრაფად დაეუფლებით თურქულ ენას.

 



მსგავსი ინფორმაციები