ავღანეთიდან მატარებელი ევროპაში ივლის

მარშრუტის გახსნა 28 ნოემბერს შესდგება

615641
ავღანეთიდან მატარებელი ევროპაში ივლის

როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნება სარკინიგზო მარშრუტი, რომლითაც აზია ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპას დაუკავშირდება.

ამ მარშრუტის საწყისი სადგური ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი ფარიაბი იქნება და იგი ხელს შეუწყობს ავღანეთის ინტეგრაციას ევრაზიის ქვეყნებთან და მის ეკონომიკურ განვითარებას.

ამ მარშრუტით აზიის ქვეყნები უფრო იაფად და მოკლე დროში გადააგზავნიან საქონელს ევროპაში და პირიქით, იქიდანაც უფრო იაფად და სწრაფად გადმოაგზავნიან საქონელს და პროდუქციას



მსგავსი ინფორმაციები