ირანმა ადენის ყურეში ლოჯოსტიკური გემისა და გამანადგურებელი ხომალდისაგან შემდგარი ფლოტი გააგზავნა

ირანმა, ადენის ყურეში იემენის სანაპიროებთან ლოჯოსტიკური გემისა და გამანადგურებელი ხომალდისაგან შემდგარი ფლოტი გააგზავნა

589884
ირანმა ადენის ყურეში ლოჯოსტიკური გემისა და გამანადგურებელი ხომალდისაგან შემდგარი ფლოტი გააგზავნა

ირანმა, ადენის ყურეში იემენის სანაპიროებთან ლოჯოსტიკური გემისა და გამანადგურებელი ხომალდისაგან შემდგარი ფლოტი გააგზავნა.

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ტესნიმ-ის თანახმად, საზღვაო ძალების ლოჯისტიკური გემი რეგიონში 5 ოქტომბერს გაიგზავნა.

ინფორმაციის მიხედვით, გემები ირანის სავაჭრო გემების საზღვაო გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ადენის ყურე, რომელიც ინდოეთის ოკეანის წითელ ზღვასთან დამაკავშირებელ სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს, საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციის იემენზე სამხედრო თავდასხმის კუთხით მნიშვნელოვანია.

რეგიონში 12 ოქტომბერს აშშ-ის კუთვნილმა საბრძოლო გემებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეა. ამერიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იემენიდან ჰუსიტების პოზიციებიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ წითელი ზღვის სანაპიროზე ჰუსიტების კუთვნილი 3 სარადარო პოზიცია დაბომბეს.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #ადენის ყურე

მსგავსი ინფორმაციები