პირველი ადგილობრივი ტელესკოპი

ტელესკოპი, HUBBLE-ს  კოსმოსურ ტელესკოპზე 7-ჯერ უფრო მაღალი ხარისხის პიკსური ჩვენების უნარიანი იქნება

583308
პირველი ადგილობრივი ტელესკოპი

ერზრუმის ათათურქის სახელობის უნივერსიტეტი, სტამბოლის ფევზიეს სკოლების ფონდის FMV სინათლის უნივერსიტეტთან ერთად აწარმოებს გიგანტურ ადგილობრივ ტელესკოპს, რომელსაც HUBBLE-ს  კოსმოსურ ტელესკოპზე 7-ჯერ უფრო მაღალი ხარისხის პიკსური ჩვენების უნარი ექნება.

 ათათურქის უნივერსიტეტის კოორდინატორობით FMV-ს  Işık-ის უნივერსიტეტის  ადაპტური ოპტიკის სისტემით წარმოებული აღმოსავლეთ ანადოლუს ობსერვატორიის (DAG) ტელესკოპი, იქნება ევროპის ყველაზე მაღალი დაკვირვების უნარიანი ასტრონომიული მოწყობილობა.

ოპტიკურ მოწყობილობასთან ერთად მისი საერთო ღირებულებაა 150 მილიონი ლირაა. 4 მეტრიანი დიამეტრის ტელესკოპს, გააჩნია უნარი დაკვირვება წარმართოს გუმბათის, შენობის და ოპტიკური მოწყობილობების მეშვეობით როგორც კოსმოსში, ისე  ვიზუალურ და ინფრაწითელ რეგიონებში.

DAG-ის სახელწოდების ტელესკოპი, 2019 წლიდან, ათათურქის უნივერსიტეტის  დაქვემდებარებით, განთავსდება ერზრუმის 3. 170 მეტრის სიმაღლის კონაკლი კარაკაიას მაღლობზე და იქიდან მოახდენს დაკვირვებას.

ტელესკოპის მდებარეობისთვის ერზრუმის არჩევის მიზეზია ის, რომ იგი ატმოსფერულად და გეოგრაფიული მდებარეობით კოსმოსური დაკვირვებებისთვის უფრო ხელსაყრელია.

ტელესკოპის და გუმბათის გაუმჯობესების პროექტს მხარს უჭერს განვითარების სამინისტროც.



მსგავსი ინფორმაციები