ჩინეთში აშშ-ის გუნდის აკრობატული თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთში საავიაციო წარმოდგენის დროს აშშ-ის გუნდის აკრობატული თვითმფრინავი ჩამოვარდა

560678
ჩინეთში აშშ-ის გუნდის აკრობატული თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე განსუს პროვინციაში დანშიას აეროპორტში გამართული საავიაციო წარმოდგენის დროს აშშ-ის გუნდის აკრობატული თვითმფრინავი ჩამოვარდა.

რეგიონში მდებარე გობის უდაბნოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სამხრეთ აფრიკელი პილოტი დაიღუპა.

აშშ-ს ნაკრებმა ავიაკატასტროფის გამო ყველა ფრენა გააუქმა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

რეგიონში პარასკევს დაწყებული სადემონსტრაციო ფრენები დღეს დასრულდება.  


საკვანძო სიტყვები: #ჩინეთი , #საავიაციო წარმოდგენა

მსგავსი ინფორმაციები