ყირგიზეთის ეროვნულ უნივერსიტეტში თურქული ენის შესწავლის ცენტრი გაიხსნა

ყირგიზეთის ეროვნულ უნივერსიტეტში თურქული ენის შესწავლის ცენტრი გაიხსნა

465410
ყირგიზეთის ეროვნულ უნივერსიტეტში თურქული ენის შესწავლის ცენტრი გაიხსნა

ყირგიზეთის ეროვნულ უნივერსიტეტში თურქული ენის შესწავლის ცენტრი გაიხსნა.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში იუსუპ ბალასაგინის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში თურქული ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნის ცერემონიას თურქეთის ელჩი ბიშკეკში მეთინ ქილიჩი, უნივერსიტეტის რექტორი ჩინარა ადამკულოვა და საელჩოს განათლების ატაშე რეჯეპ სულა დაესწრნენ.

ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსულმა ელჩმა მეთინ ქილიჩმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ორმხრივად ენის შესწავლით კიდევ უფრო გაფართოვდება.

უნივერსიტეტის რექტორმა ადამკულოვამ კმაყოფილება გამოთქვა ცენტრის გახსნის გამო და დაამატა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული გამოცდილებების გასაზიარებლად თურქეთის 9 უნივერსიტეტთან თანამშრომლობენ.

გახსნის ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საელჩოს განათლების ატაშე, რომლის თქმითაც, სხვადასხვა კურსებზე წელს თურქულ ენას 3 ათას 400 ყირგიზი სწავლობს.

ცერემონიაზე ასევე ხელი მოწერა უნივერსიტეტსა და საელჩოს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 5 წლიანი თანამშრომლობის პროტოკოლს.



მსგავსი ინფორმაციები