თურქეთს სამამულე საჰაერო თავდაცვის სისტემა გააჩნია

KORAL-ი უცხოურ რადარებსაც გაანეიტრალებს

437950
თურქეთს სამამულე საჰაერო თავდაცვის სისტემა გააჩნია

თურქულმა ფირმამ ASELSAN-მა გუშინ საზეიმო ვითარებაში ჩააბარა თურქეთის საჰაერო სამხედრო ძალებს თავისი მხრიდან წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემა KORAL-ი.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ასელსანის გენერალურმა დირექტორმა ფაიქა ერქენმა თქვა, რომ ამ ბოლო წლებში დიდი მნიშვნელობა შეიძინა სამხედრო თვალსაზრისით ელექტრონულმა ტექნიკამ და მათაც მის ფარგლებში შექმნეს ახალი და ეფექტური სისტემა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს გააჩნიათ.

პირველ ეტაპზე ახალი თავდაცვის სიტემა სირიის საზღვარზე ამოქმედდება და იგი ერთის მხრივ უზრუნველყოფს საზღვრის დაცვას, მეორეს მხრივ მტრის რაკეტების, თვითმფრინავების და სარადარო სისტემების განეიტრალებას მოხდენს, ხოლო მესამის მხრივ რამდენიმე სამიზნეზე ერთდროულ იერიშს განახორციელებს.

გარდა ამისა, ეს სისტემა სამხედრო ტაქტიკურ მანქანებზე იქნება ინტეგრირებული და შეეძლება მუშაობა ფართო სპექტრის სიხშირეზე რა, ათეული კილომეტრის ტერიტორიებზე გააუვნებელყოფს მტრის იარაღებს. Koral-ის სიტემა ათასჯერ გამოიცადა და მასზე 500 ათასი სამუშაო საათი დაიხარჯა



მსგავსი ინფორმაციები