ხვალ კოსმოსური ცენტრი იხსნება

აქ მოხდება სატელიტური თანამგზავრების მონტაჟი და გამოცდა

282303
ხვალ კოსმოსური ცენტრი იხსნება


პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ საზეიმო ცერემონიით გახსნის თურქეთის პირველ კოსმოსური სისტემების ინტეგრაციისა და ექსპერიმენტების ცენტრს, რომლის ექსპლოატატორი იქნება თურქეთის საჰაერო და კოსმოსური კვლევის სააქციო საზოგადოება TUSAŞ-ი.

ახალი ცენტრი 3800 კვ მეტრზე არის განფენილი და აქ ერთდროულად 5 ტონის სიმძიმის რამდენიმე სატელიტური თანამგზავრის მონტაჟი და გამოცდა შეიძლება.

გარდა ამისა ეს ცენტრი მოემსახურება საერთაშორისო კოსმოსურ პროექტსაც, უპირველეს ყოვლისა კი თურქულ სატელიტურ თანამგზავრ Göktürk-1-ს.

ამავე ცენტრში აწყობილი და ტესტ გავლილი თანამგზავრები კოსმოსში გასატყორცნად გადაეგზავნება TUSAŞ-ს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები