ASELSAN-ი იორდანიაში უკაბელო გადამცემებს დაამზადებს

ASELSAN-ი იორდანიაში გახსნილ ფაბრიკაში პროგრამული უკაბელო გადამცემების წარმოებისათვის ტექნოლოგიების ტრანსფერს განახორცილებს.

248368
ASELSAN-ი იორდანიაში უკაბელო გადამცემებს დაამზადებს


ASELSAN-ი დეკემბრის თვეში იორდანიაში გახსნილ ფაბრიკაში პროგრამული უკაბელო გადამცემების წარმოებისათვის ტექნოლოგიების ტრანსფერს განახორცილებს.

ASELSAN-ის იორდანიაში მდებარე ერთობლივ ASELSAN Middle East კომპანიასა და იორდანიის მეფე აბდულლას სახელობის დიზაინის ბიუროს KADDB შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროს მომცველი ფორმით თანამშროლობის მემორანდუმი გუშინ ანკარაში გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ASELSAN-ის გენერალურმა დირექროტმა ფაიკ ეკენმა და KADDB-ს გენერალურმა დირექტორმა გენერალ-მაიორმა ომარ ალ ჰადბიმ მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით პროგრამული უკაბელო გადამცემების ტექნოლოგიის ტრანსფერის გზით იორდანიაში წარმოებისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში ASELSAN Middle East ფაბრიკაში წარმოების ხაზის შექმნის შესაძლებლობა იქნება გამოკვლეული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები