ებოლას ვირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ 20 ათას გადააჭ

ებოლას ვირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ 20 ათას გადააჭარბა

166044
ებოლას ვირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ 20 ათას გადააჭ

ებოლას ვირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ 20 ათას გადააჭარბა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკის სამ ქვეყანაში, სადაც ებოლას ვირუსი მძვინვარებს, დაღუპულთა რაოდენობა 8 ათასს მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ებოლათი დაავადდა სიერა ლეონედან შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაბრუნებული ჯანდაცვის პერსონალი.

ლიბერიაში, გვინეასა და სიერა ლეონეში ვირუსით დაღუპვის 7 ათას 842, დაავადების კი 20 ათას 81 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული.

დაავადებასთან ბრძოლამ რამდენიმე რეგიონში შედეგი გამოიღო. სიერა ლეონეში, ლიბერიასა და მალიში შემთხვევების რაოდენობა თანდათან შემცირდა, ნიგერიასა და სენეგალში კი ვირუსის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება მოხერხდა, თუმცა ლიბერიის ჯანდაცვის სამინისტრომ სასაზღვრო რეგიონში ვირუსით დაავადების ახალი შემთხვევების თაობაზე განცხადება გაავრცელა და რეგიონში კარანტინი გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები