ადგილობრივი ასაფეთქებელი ნივთიერების ქარხანა ქირქკალეში

სავარაუდოდ, წელიწადში იწარმოება 600 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება

146310
ადგილობრივი ასაფეთქებელი ნივთიერების ქარხანა ქირქკალეში

თავდაცვის ინდუსტრიაში გრძელდება ტექნოლოგიური წინსვლა. მექანიკური და ქიმიური მრეწველობის კორპორაციის და TUBITAK-ის თანამშრომლობით პირველი ადგილობრივი ასაფეთქებელი ნივთიერების წარმოების და შევსების ქარხანა, გუშინ, გაიხსნა ქირქკალეში.
დიზაინიდან დაწყებული წარმოების ჩათვლით, მთლიანად თურქი ინჟინრების ამაგით შექმნილი ქარხნის გახსნით ცერემონიას შეუერთდა მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრი ფიქრი იშიკიც.
ქარხანა გაშენებულია 55 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და იწარმოება ფეთქებადი ნივთიერებები, რომელზეც არ მოქმედებს სინათლის, სითბოს მსგავსი გარე ფაქტორები.
საწარმოში, რომელიც შეამცირებს საზღვარგარეთზე დამოკიდებულებას, გათვალისწინებულია სავარაუდოდ წელიწადში 600 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების წარმოება.
ასევე მოსალოდნელია ამ საწარმომ გაზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის ექსპორტიც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები