მსოფლიო ებოლას წინააღმდეგ იბრძვის

დასავლეთიც აქტიურად არის ჩაბმული ამ ბრძოლაში

177197
მსოფლიო ებოლას წინააღმდეგ იბრძვის



როგორც განაცხადეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო მალიში, სადაც აქტიურად ებრძვიან აქ მოდებულ ებოლას მომაკვდინებელ ვირუსს, დაადგინეს რომ მისგან გასულ კვირას დაღუპულ ერთ კაცს კონტაქტები ჰქონია 141 კაცთან და მათგან 57-ის ვინაობა ჯერაც ვერ დაუდგენიათ, რათა პრევენციის მიზნით ისინიც აიყვანონ კარანტინზე.

ამის პარალელურად კი ებოლას წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთ აფრიკელებს მსოფლიოც ეხმარება და მის ფარგლებში გერმანიამ გუშინ 44 საწოლიანი საავადმყოფო გადასცა ექსპლოატაციაში ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ჩინეთმა აქვე 100 საწოლიანი კლინიკური ცენტრი გახსნა, ხოლო ინგლისმა კი სიერრა ლეონეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მოწყობილობები და აღჭურვილობანი გადასცა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები