ROKETSAN-ის პროდუქცია ამერიკამაც მოიწონა

SOM-J რაკეტებს მოიერიშე F-35-ში გამოიყენებენ

165453
ROKETSAN-ის პროდუქცია ამერიკამაც მოიწონა



მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სამხედრო თვითმფრინავები, F-35-ბი ამიერიდან თურქული წარმოების SOM-ის სახელწოდების რაკეტებს გამოიყენებენ, რის შესახებ შეთანხმებას ანკარაში ხვალ მოაწერენ ხელს თურქული ფირმა ROKETSAN-ი და ამერიკული Lockheed Martin-ის სარაკეტო და ცეცხლის მართვის განყოფილება.

ამავე შეთანხმებით თვით თურქეთი აშშ-გან 100 ცალ მოიერიშე F-35-ს შეისყიდის და ისინიც თურქული წარმოების SOM-J რაკეტებს გამოიყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციებით მხარეები ხსენებულ რაკეტებს F-35-ის გარდა სხვა პლატფორმებზეც გამოიყენებენ, ხოლო ამის პარალელურად მათ საერთაშორისო ბაზრებზე ერთობლივ მარკეტინგსაც მოახდენენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები