"სოიუზი" საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაჯდა

სადგურზე 4 მამაკაცი და 1 ქალია

140754
"სოიუზი" საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაჯდა



ბაიკანურის კოსმოსური სადგურიდან მორიგი კოსმოსური ხომალდი “სოიუზი“ გააგზავნა რუსეთმა, რომლის ბორტზე ორი რუსი კოსმონავტი, ელენა სერვოვა და ალექსანდრე სამოკუტაევი და კიდევ 1 ამერიკელი კოსმონავტი ბერი ვილმორი იმყოფებოდნენ.

ხომალდმა ორბიტაზე მოკლე გზა გამოიყენა და 6 საათიანი ფრენის შემდეგ შეუპირისპირდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, რომელზედაც კარგა ხანია რაც ორი კოსმონავტი ცხოვრობს.

ეს ხუთი კოსმონავტი საერთაშორისო სადგურზე სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებთან ერთად ტექნიკურ მომსახურებას და სარემონტო სამუშაოებსაც შეასრულებენ.

ელენა სეროვა გახდა პირველი რუსი კოსმონავტი ქალი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა 17 წლიანი პაუზის შემდეგ.

რუსული ხომალდით 1 კაცის კოსმოსში გაფრენა 71 მილიონი დოლარი ჯდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები