PALB2 გენის მუტაცია ზრდის კიბოს რისკს

ყველაზე მეტი რისკის ქვეშ არიან 60 წელს გადაცილებულები

88106
PALB2 გენის მუტაცია ზრდის კიბოს რისკს


მეცნიერ-მკვლევარებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი გენი, რომლის მუტაციაც ადამიანებში ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.

8 ქვეყნის 14 მეცნიერ-მკვლევარის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის დროს დადგენილ იქნა, რომ PALB2 გენის მუტაციის მატარებელი კაცების და ქალების ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი უფრო მეტია.

ასე მაგალითად, PALB2 გენის მუტაციის მატარებელი 154 ოჯახის 362 წევრი იქნა გამოკვლეული და მათ შორის 311 ქალს და 51 მამაკაცს ძუძუს კიბოთი შესაძლო დაავადების უფრო მეტი რისკი აღმოაჩნდათ.

ყველაზე მეტად, 5-ჯერ უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები. 33%-იანი რისკი გააჩნიათ 70 წელს გადაცილებულ ისეთ ადამიანებს, რომელთა ოჯახებში არ არიან კიბოთი დაავადებულნი, მაგრამ, არიან მუტაციის მატარებელნი, ხოლო იმ ოჯახების ქალებში, რომელთა ორ წევრს გააჩნია კიბოს დაავადება, ეს რისკი 58%-მდე იზრდება.

უფრო ადრე ჩატარებული კვლევის დროსაც დადგინდა, რომ BRCA1 და BRCA2 გენების მუტაციაც ზრდის ძუძუს კიბოს დაავადებას.

ამ კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ "New Journal of Medicine"-ში



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები