თურქეთი საშუალო სიმაღლის „HİSAR-O"-ს საცეცხლე ტესტირებას განახორ

63749
თურქეთი საშუალო სიმაღლის „HİSAR-O"-ს საცეცხლე ტესტირებას განახორ


თურქეთი დაბალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემის „HİSAR-A“-ს შემდეგ საშუალო სიმაღლის „HİSAR-O“-ს საცეცხლე ტესტირებას განახორციელებს.

თურქეთი დაბალი და საშუალო სიმაღლის სისტემებს საკუთარი შესაძლებლობებით აწარმოებს.

დაბალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემის „HİSAR-A“-ს ტესტირება გასული წლის ოქტომბერში წარმატებით განხორციელდა. სამშაბათს კი საშუალო სიმაღლის „HİSAR-O“-ს საცეცხლე ტესტირება იწყება.

გაერთიანებულმა შტაბის ხელმძღვანელობამ ტესტირების ადგილზე, თუზის ტბაზე, 22 ივლისიდან 24 ივლისამდე შესვლა აკრძალა.

სროლის სიმაღლე 14 ათასი ფუტი ანუ 4 ათას 267 მეტრი იქნება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები