თურქმა დიზაინერმა სპეციალური თაბაშირი მოიგონა

იგი 40%-ით ამცირებს მოტეხილობის მკურნალობის ვადას

77330
თურქმა დიზაინერმა სპეციალური თაბაშირი მოიგონა



თურქეთის მეცნიერული და ტექნოლოგიური კვლევის ცენტრის “TÜBİTAK“-ის მარმარისის ფილიალის თანამშრომლებმა სამგანზომილებიანი პრინტერის ტექნოლოგიით სპეციალური თაბაშირი შექმნეს, რომელიც ნებისმიერი მოტეხილობის მკურნალობას ჩვეულებრივ დროსთან შედარებით 40%-მდე ამცირებს. ამ მეთოდით მოტეხილ ადგილას ნახვრეტებს აკეთებენ და მასზე ულტრაბგერითი სიხშირის გამომცემ ინსტრუმენტს ამაგრებენ რა, ისიც ყოველ 20 წუთიან სეანსზე ძვლის ქსოვილს სპეციალური ხმით აფრთხილებს. ამ გამოგონების ავტორია იზმირის ეკონომიკური უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის ინდუსტრიული დიზაინის განყოფილების ლექტორი დენიზ კარაშაჰინი და ამ გამოგონებამ იტალიაში ჩატარებულ დიზაინერთა კონკურსში ოქროს მედალი მიიღო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები