დღეს მუსლიმები თურქეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რამადანის ბაირამს ზეიმობენ

დღეს მუსლიმები თურქეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რამადანის ბაირამს ზეიმობენ

2126439
დღეს მუსლიმები თურქეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რამადანის ბაირამს ზეიმობენ

დღეს მუსლიმები თურქეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რამადანის ბაირამს ზეიმობენ.

ბაირამის პირველ დღეს მოქალაქეებმა მეჩეთებში სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს, რის შემდეგაც ერთმანეთს ბაირამი მიულოცეს.

დედაქალაქში მოქალაქეები მეჩეთებში გამთენიისას მივიდნენ. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსლიმები მეჩეთებში ტრადიციული სამოსით მივიდნენ. ლოცვის შემდეგ დედაქალაქის მოსახლეობამ მეჩეთში ბაირამი აღნიშნა.

სტამბოლის სხვადასხვა რაიონიდან მოსულებმა და ბევრმა ადგილობრივმა თუ უცხოელმა ტურისტმა სადღესასწაულო ლოცვა ქალაქის დიდ და ისტორიულ მეჩეთებში აღასრულეს. ლოცვის შემდეგ მრევლი მეჩეთის ეზოებსა და ბაღში შეიკრიბა.

მიუხედავად ისრაელის შეზღუდვებისა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე მესჯიდი ალ-აქსაში 60 ათასმა მუსლიმმა ბაირამის ლოცვა აღასრულა.

სადღესასწაულო ლოცვა აღასრულეს და შემდეგ ერთმანეთს ბაირამი მიულოცეს ასევე საქართველოში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ავღანეთსა და შვედეთში მცხოვრებმა მუსლიმებმაც.


საკვანძო სიტყვები: #ბაირამი , #რამადანი , #რამაზანი

მსგავსი ინფორმაციები