1800 წლის ზეუგმას საფლავის სტელა თურქეთში დააბრუნეს

იტალიაში გატაცებული 1800 წლის ზეუგმას საფლავის სტელა თურქეთში დააბრუნეს

2011064
1800 წლის ზეუგმას საფლავის სტელა თურქეთში დააბრუნეს
zeugma kokenli mezar steli.jpg
ersoy-zeugma kokenli mezar steli.jpg

იტალიაში გატაცებული 1800 წლის ზეუგმას საფლავის სტელა თურქეთში დააბრუნეს

კიდევ ერთი ისტორიული არტეფაქტი დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე. 33 წლის წინ გაზიანთეფიდან იტალიაში კონტრაბანდულად გატანილი ზეუგმას საფლავის სტელა სამშობლოში დაბრუნდა. ზეუგმას მოზაიკის მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ „ყოველა ნიმუშს საკუთარ სამშობლოში აქვს აზრი“.

1800 წლის ზეუგმას საფლავის სტელა 33 წლის წინ მოიპარეს გაზიანთეფში მდებარე ანტიკური ქალაქ ზეუგმადან. მიკვლეული იქნა იტალიაში.

კულტურისა და ტურიზმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დაიწყეს მუშაობა ისტორიული სტელის დასაბრუნებლად.

დაბრუნებული ანტიკური სტელა ზეუგმას მოზაიკის მუზეუმში ვიზიტორებისთვის გაიხსნა ცერემონიით, რომელსაც ესწრებოდა კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ერსოიმ განაცხადა: „ნამდვილად, უნიკალური მემკვიდრეობა დაბრუნდა იმ მიწაზე, სადაც მისმა არსებობამ ჰპოვა მიზანი და აზრი. ათობით არტეფაქტი დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის არის ბრინჯაოს ლუციუს ვერუსი და სეპტიმიუს სევერუსის ქანდაკება, რომელიც გაიტაცეს ბურდურის პროვინციაში მდებარე ბუბონის ანტიკური ქალაქიდან, პერგედან სარკოფაგის ფრაგმენტები და კილიას ტიპის კერპები. აშშ-თან ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ველოდებით, რომ მომავალში მოხდება სხვა ნიმუშების დაბრუნება. საერთო ჯამში ჩვენ უზრუნველვყავით 12 ათას 16 ნამუშევრის დაბრუნება სხვადასხვა ქვეყანიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში.''


საკვანძო სიტყვები: #ზეუგმა , #საფლავის სტელა

მსგავსი ინფორმაციები