ანატოლიის კულტურული საგანძურები 12

მთები

1641774
ანატოლიის კულტურული საგანძურები 12

ანატოლიის კულტურული საგანძურები 12-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

მთები

დროის მოწმე, ჩუმი, მშვიდი, გამომწვევი ბრძენები ამბობენ… დედამიწის ყველაზე ძლიერი, ბრწყინვალე, ამაყი წარმონაქმნები მთები არიან, რომლებიც ბუნებას მთელი თავისი დიდებულებით და მწვერვალებით ფარავენ… ადგილი, სადაც ადამიანი იგებს მის ნამდვილ განზომილებას... ამ ზედაპირის ფორმები, რომლებიც გაჩნდა სამყაროს ფორმირებიდან მალევე, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ხალხისათვის. პოლითეისტური რელიგიების დროს ისინი წმინდად ითვლება, ხალხს ყოველთვის ეშინია მთების, რომელთაგან მრავალი ვულკანურია და შესაწირავებს წირავდნენ მათ, რათა მათთვის ზიანი არ მიეყენებინა. მთებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურასა და რელიგიაში… ერთი შეხედვით ამ მაღალ და დიდებულ წარმონაქმნებს, რომელთა მწვერვალები ღრუბლებით არის დაფარული, განიხილება როგორც ღმერთთან უახლოესი ადგილები. ისეთ გეოგრაფიებში, სადაც მთები არ არის, იქ აშენებდნენ მაღალ კოშკებს, რომლებსაც ზიგურატს უწოდებენ და მათ ღმერთთან მისასვლელად იყენებდნენ. ისევე როგორც ბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო არის მთა, სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ მთებს სული აქვს. ზოგი მთა იხსნება ქვესკნელისკენ, ზოგი უკვდავების ადგილია, ზოგი მსოფლიოს ცენტრი. იაპონიაში მომლოცველები სტუმრობენ ფუძიამას, რომელსაც ისინი წმინდად თვლიან. შუამავალი მოსე ღმერთს შეხვდა და მიიღო 10 მცნება სინას მთაზე. მუსულმანები, ჰირას მთას სადაც წმ. მუჰამმედ შუამავალს პირველი აიათები ზეგარდმოევლინა, ასევე მიიჩნევენ წმინდა ადგილად.  

ორჰუნის დამწერლობა, რომელიც თურქების პირველი დაწერილი ნაწარმოებია და ოტოკენის მთაზე ინახება, წმინდადაა მიჩნეული. ლეგენდებში მთებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ერგენექონის პოემაში, თურქები მთაზე არსებულ რკინას ადნობენ და ასე ვრცელდებიან მთელს მსოფლიოში. მთები ლეგენდებითაც არის ცნობილი ანატოლიის გეოგრაფიაში. მათ შორის გახლავთ, აღრის (არარატი) მთა. ის „მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მთებს“ შორისაა, რომელზეც ცნობილმა მოგზაურმა მარკო პოლომ თქვა, რომ ვერასოდეს მოხდება მასზე ასვლა. არარატის მთა ლეგენდარული მთაა. ითვლება, რომ ნოეს კიდობანი ამ მთაზეა.

როდესაც ადამიანები გადადიან სწორი გზიდან და ბოროტებისკენ მიემართებიან, ღმერთი განრისხდება და გადაწყვეტს, რომ ისინი წყალდიდობით დასაჯოს. ნოე, რომელსაც ღმერთის სწამს, უთხრა ააშენოს ხომალდი, მასში ჩაყაროს საკმარისი რაოდენობით საკვები და დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსების წყვილი, მდედრი და მამრი წაიყვანოს. ნოე აკეთებს იმას,  მაგრამ ზოგიერთებს არ სჯერათ მისი და მასხრად იგდებენ კიდეც. როდესაც მზადება დასრულდა, მოულოდნელად ცა გაიხსნა და წყალდიდობამ იფეთქა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე წვიმდა, რის შედეგადაც ზღვები და მთები გაერთიანდა. ნოეს კიდობანი ხუთი თვის განმავლობაში წყალში ცურავს. ღვთიური ბრძანებით წყლის უკან დახევის შემდეგ, გემი მთაზე შემორჩა. შუამავალი ნოე, რომელიც თავისი გემიდან გამოვიდა, დასახლდა მთის ფერდობებში და სიცოცხლე ხელახლა დაიწყო დედამიწაზე ... ეს არის ლეგენდაში ნახსენები მთა, მთა არარატი!

87 წლის შემდეგ, რუსი პილოტი ფრენის დროს ხედავს გემების ნაშთების მსგავს ფორმებს და არარატის მთაზე იწყებს კვლევას. სამწუხაროდ, მისი მცდელობები გემის პოვნისთვის უშედეგო აღმოჩნდა, რადგან, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ომის დროს და მის შემდეგაც, როგორც რუსმა, ისე ამერიკელმა მფრინავებმა განაცხადეს, რომ იპოვნეს გემის ნაშთები.

ადამიანები ნოეს კიდობანის ძიებას დღესაც არ წყვეტენ. მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დღესაც აგრძელებენ კვლევებს. ასე, რომ არარატის მთა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავრცელებული საერთო ლეგენდის საიდუმლოდ რჩება.

მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ვრძანდებოდეთ....

 



მსგავსი ინფორმაციები