ეგვიპტეში რომაული პერიოდის დასახლება აღმოაჩინეს

ეგვიპტის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლუქსორში, რომაული პერიოდის დასახლება აღმოაჩინეს, რომელიც თითქმის ორი ათასი წლისაა

1937662
ეგვიპტეში რომაული პერიოდის დასახლება აღმოაჩინეს

ეგვიპტის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლუქსორში, რომაული პერიოდის დასახლება აღმოაჩინეს, რომელიც თითქმის ორი ათასი წლისაა.

ტურიზმისა და ისტორიული ძეგლების სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ რომაული პერიოდის პირველი დასახლებული ქალაქი, რომელიც თარიღდება ძვ.წ 30-დან 395 წლამდე, აღმოაჩინეს ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ლუქსორის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტერიტორია, რომელიც ითვლება უძველესი ქალაქ თებეს გაგრძელებად, ფიქსირდება როგორც ლუქსორის გუბერნიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე "ყველაზე მნიშვნელოვან და უძველეს დასახლებად".

თებე, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც ქალაქი ლუქსორი, ითვლება ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად.

უძველესი თებე და მისი სამარხები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1979 წელს შეიტანეს.



მსგავსი ინფორმაციები