იცით თუ არა, რომ? – 27-2022

მერიჩ სუმენი

1795253
იცით თუ არა, რომ? – 27-2022

იცით თუ არა, რომ? – 27-2022

მერიჩ სუმენი

იცით თუ არა, რომ მერიჩ სუმენი, თურქეთის პირველი ბალერინა, ასევე იყო „ბოლშოი ბალეტის“ ისტორიაში პირველი უცხოელი „პრიმა ბალერინა“, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა?

1943 წელს დაბადებული მერიჩ სუმენი, მადამ ნინეტ დე ვალუას მიერ დაარსებული თურქული ბალეტის საოცარი ვარსკვლავი, თურქეთის პირველი ბალერინა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცეკვავე-ქორეოგრაფი იყო.

1961 წელს ანკარის სახელმწიფო კონსერვატორიის ბალეტის განყოფილების დამთავრების შემდეგ სუმენმა დაიწყო მუშაობა ანკარის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში. ის გახდა პირველი ხელოვანი, რომელსაც მთავარი ბალერინას ტიტული მიანიჭეს. ანკარისა და სტამბოლის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის დაწესებულებების გარდა, იგი ბევრ ქვეყანაში გამოვიდა, როგორც მიწვეული მოცეკვავე, ატარებდა ბალეტის გაკვეთილებს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო საბალეტო კონკურსებში როგორც შესარჩევი კომიტეტის წევრი, თურქეთს წარმოადგენდა. მერიჩ სუმენმა მრავალი პრიზი და ჯილდო მიიღო ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე. „ბოლშოის ცეკვის აკადემიის“ პედაგოგიური განყოფილების დამთავრების შემდეგ მან მიიღო "ბალეტის მასწავლებლის" დიპლომი და გარკვეული პერიოდი მიმარ სინანის უნივერსიტეტის სტამბოლის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუშაობდა.

მერიჩ სუმენი, რომელსაც აქვს თურქეთის პირველი და ერთადერთი სახელმწიფო არტისტის წოდება საბალეტო ხელოვნებაში, ასევე გახლდათ სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური დირექტორი.


საკვანძო სიტყვები: #მერიჩ სუმენი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები