მიხაელ კრეჩმერი ლაიფციგის ეიუფ სულთანის მეჩეთს ეწვია

მიხაელ კრეჩმერი ლაიფციგის ეიუფ სულთანის მეჩეთს ეწვია

1748613
მიხაელ კრეჩმერი ლაიფციგის ეიუფ სულთანის მეჩეთს ეწვია

გერმანიის, საქსონიის მხარის პრემიერ-მინისტრი მიხაელ კრეჩმერი, რელიგიურ საქმეთა თურქულ-ისლამური კავშირის (DİTİB) დაქვემდებარებაში მყოფ, ლაიფციგის ეიუფ სულთანის მეჩეთს, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, მოინახულა. კრეჩმერი, ეიუფ სულთანის მეჩეთის ფონდის თავჯდომარე ომერ მუმჯუს შეხვდა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ძალიან დამწყდა გული, როცა შემთხვევის შესახებ გავიგე. სასწრაფოდ ვითხოვე მომხდარის გარკვევა საჭირო ადგილების მითითებით. მე მკაცრად ვგმობ მეჩეთზე თავდასხმას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი სამწუხარო მოვლენები აღარ განმეორდეს,“ განაცხადა მიხაელ კრეჩმერმა.

ომერ მუმჯუმ კი საქსონიის მხარის პრემიერ-მინისტრს თანადგომის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისათვის, მიმდინარე კვირის ორშაბათ დღეს, ქალაქში ულტრამემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის დროს, აქციაში მონაწილე მცირე ჯგუფმა ეიუფ სულთანის მეჩეთზე მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელა. მეჩეთს ქვები და მძიმე საგნები ესროლეს. შენობა ნასროლი საგნებით დაზიანდა.



მსგავსი ინფორმაციები