პრეზიდენტი ერდოღანი საკუთარ წიგნს მსოფლიო ლიდერებს გადასცემს

პრეზიდენტი ერდოღანი საკუთარ წიგნს მსოფლიო ლიდერებს გადასცემს

1707333
პრეზიდენტი ერდოღანი საკუთარ წიგნს მსოფლიო ლიდერებს გადასცემს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მის მიერ დაწერილ წიგნს, „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“ (A Fairer World Is Possible) რომელიც ინგლისურ, არაბულ და ფრანგულ ენებზე უკვე ითარგმნა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე მსოფლიო ლიდერებს გადასცემს.

ერდოღანი, წიგნში გლობალური პოლიტიკის, განსაკუთრებით უსამართლობის, ლტოლვილთა კრიზისის, საერთაშორისო ტერორიზმის და ისლამოფობიურ დილემებზე მიუთითებს.

პრეზიდენტი ერდოღანი აღნიშნულ წიგნში ხაზს უსვამს ყოვლისმომცველი რეფორმის აუცილებლობას, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოში. წიგნში, სადაც ის ასევე ამახვილებს ყურადღებას გაეროს ლეგიტიმურობის, ფუნქციონალურების, ეფექტურობის, ინკლუზიურობის, წარმომადგენლობისა და მმართველობის პრობლემებზე, მტკიცედ არის აღნიშნული, რომ „მსოფლიო ხუთზე დიდია“.

წიგნის რომელიც უკვე ითარგმნა მსოფლიო ენებზე, როგორიცაა  ინგლისური, არაბული და ფრანგული,  რუსულ და ესპანურ ენებზე თარგმნა მიმდინარეობს. წიგნის მთელი შემოსავალი, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) უნდა გადაეცეს.

ცნობისათვის, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად 19 სექტემბერს აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში მიემგზავრება.



მსგავსი ინფორმაციები