„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 27-2021

კომაგენეს სამეფოს მეფე ანტიოქ I

1701136
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 27-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 27-2021

კომაგენეს სამეფოს მეფე ანტიოქ I

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

დასახლებებისგან შორს, შიშველ გზაზე, რთული ასასვლელი გელოდებათ... ორი ათასი წლის წინ ამ გზის გავლა მხოლოდ ფეხით ან ჯორებით იყო შესაძლებელი, დღეს სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მანქანით გაიაროთ, თუმცა მანქანა უნდა იყოს ყველგანმავალი. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი იმ ადგილამდე მიღწევა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ რამდენიმე წუთიანი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მზის ამოსვლისა და ჩასვლის სანახაობით.

ანატოლიაში არსებული ცივილიზაციების, კულტურების და სახელმწიფოების მსგავსად მათი მეფეები და იმპერატორებიც იმსახურებენ მათზე საუბარს. ზოგმა ომებით დატოვა კვალი ისტორიაში, ზოგმა სამშვიდობო ზავით... ზოგს აქვს უზარმაზარი ძეგლები აშენებული, რომ აჩვენოს თავისი სიდიადე მსოფლიოს, ზოგი მათ უკვდავებას აცხადებდა... ზოგმა გამოიყენა ბუნების სასწაულები, რათა სხვები დაერწმუნებინა, რომ ისინი ცოცხალი ღმერთები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ანტიოქ I-ზე, ნემრუთის მთაზე არსებული კომაგენეს სამეფოს ცნობილ მეფეზე.

კომაგენეს ცივილიზაცია შეიქმნა რეგიონში, რომელიც მოიცავს ახლანდელ ქალაქებს ადიამანს, ქაჰრამანმარაშს და გაზიანთეპს, ასევე ნემრუთის მთას. კომაგენე იყო სამეფო, რომელიც ერთის მხრივ რომის იმპერიას და მეორეს მხრივ სპარსეთის სამეფოს ესაზღვრებოდა. ადგილმდებარეობის გამო, იგი ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში იყო პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კუთხით. ის დომინირებდა მდინარე ევფრატზე და მის მიერ მორწყულ დაბლობებზე; ეს პატარა სახელმწიფო ასევე ძალიან მდიდარი იყო ძვირფასი კედარის ხეებით და სხვა ბუნებრივი რესურსებით. მცირე ზომის მიუხედავად, კომაგენე ბუფერული ზონის ფუნქციას ასრულებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მისი მეფე, ანტიოქე, თავის ქვეყანას დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მართავდა ბრძოლის გარეშე, რადგანაც მას მაღალი პოლიტიკური ინტელექტი ჰქონდა. ფაქტობრივად, მეფის მამა სპარსული წარმოშობისა, დედა კი ელინური წარმოშობის იყო და ამით გარკვეულ უპირატესობას იღებდა. კომაგენეს მეფე მიზნად ისახავდა თავისი დროის ორი დომინანტური კულტურის გაერთიანებას და ის წმინდად მიიჩნევდა როგორც სპარსულ, ისე ელინურ ღმერთებს. ითვლება, რომ სწორედ ამიტომ გააკეთებინა მან ღმერთების ის ბრწყინვალე 10 მეტრიანი ქანდაკებები და რამდენიმე მეტრიანი წარწერები ნემრუთის მთაზე, რომელსაც ათასობით წლის შემდეგ "ღმერთების ტახტი" უწოდეს.

კომაგენეს მეფეს არ ქონდა ეს ქანდაკებები მხოლოდ აღმოსავლური და დასავლური კულტურების გასაერთიანებლად. ეს უპრეცედენტოდ ბრწყინვალე ქანდაკებები აგებული იყო ღმერთებისა და წინაპრებისადმი მადლიერების გამოსახატავად, ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ იყო უკვდავი და ღმერთი-მეფე. იხარჯებოდა უზარმაზარი თანხები, უამრავი ადამიანი ბევრს შრომობდა მრავალი წლის განმავლობაში ამ უზარმაზარი ქანდაკებებისათვის... დღეს ქანდაკებები განლაგებულია იმ მხარეში, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი ტერასები. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტერასებზე ისეა განლაგებული ტახტზე მჯდომი ღმერთების გიგანტური ქანდაკებები, რომ მათ სახით მზის ამოსვლა დაინახონ. ესენი არის არწივი, რომელიც მართავს ცას, ლომი, რომელიც მართავს დედამიწას, ანტიოქ I-ის, კომაგენეს მეფის, ზევსის, აპოლონისა და ჰერაკლეს ქანდაკებები... ვინაიდან აღმოსავლეთ ტერასაზე კლიმატისა და ამინდის პირობებმა უფრო იმოქმედა, აქ ქანდაკებების თავები მოწყვეტილია და ისინი გამოფენილია მათი სხეულის წინ. ეს უფრო იდუმალ და შთამბეჭდავ გარემოს ქმნის... დასავლეთის ტერასაზე არსებული ქანდაკებების პირვანდელი სახით ნახვა შესაძლებელია. იმ პერიოდის ტექნოლოგიის გათვალისწინებით, საინტერესო საკითხია, თუ როგორ შეიქმნა ღმერთების გიგანტური ქანდაკებები. არქეოლოგები თანხმდებიან, რომ მთაზე კირქვის ბლოკები ადგილზე იქნა ფორმირებული და ქანდაკებად გადაქცეული.

მეფე ანტიოქეს ბრძანებით გაკეთებული ქანდაკებები რეალურად გარს უვლის მავზოლეუმს და გორასამარხს, რომელიც მან ააგო სიკვდილის შემდეგ განსასვენებლად. ქანდაკებების ტახტების უკან 200 სტროფზე მეტი წარწერაა. ელინურ სტილში დაწერილი ამ ანდერძის წარწერის წყალობით კომაგენეს სამეფოს საიდუმლო ამოხსნილია. წარწერაში მეფე აცხადებს, რომ გორასამარხის შიგნით არის მისი წმინდა საფლავი და ის სთხოვს მათ, ვინც მის შემდეგ მოვა, შეინარჩუნონ ტაძრის ღირსება. ის ასევე აქებს მათ, ვინც თაყვანისცემისათვის მოდის და ცუდი განზრახვით მოსულებს კი წყევლის.

”იმ სოფლების შემოსავლით, რომელიც მე მივუძღვენი ჩემი ბრწყინვალე მოდგმის წმინდა პატივს, უნდა შეიწიროს უხვი, მდიდარი საკმეველი და ბალახები ამ სამსხვერპლოებზე, ასევე უნდა შეიწიროს გემრიელი შესაწირავები ღმერთების და ჩემს საპატივცემულოდ. და დააწყოს წმინდა მაგიდებზე ღირსეული კერძები. ყველას, ვინც აქ მოდის, ადგილობრივი თუ უცხოელი, სტუმართმოყვარეობით უნდა მიესალომონ და უზრუნველყონ, რომ კერძების მირთმევა სასიამოვნო იყოს.”-  ამბობს მეფე თავისი ანდერძში.

კომაგენეს მეფის მავზოლეუმი არის ყველაზე საინტერესო გორასამარხი ანატოლიაში, რადგან დამსხვრეული ქვების დაგროვებით შექმნილი გორასამარხის მსგავსი არ არსებობს! ეს ქვის ბორცვი მდებარეობს ნემრუთის მთის მწვერვალზე, რომელიც რეგიონის ყველაზე მაღალი წერტილია, 2100 მეტრზე. კლდეში გამოკვეთილი სამარხი დაფარულია 50 მეტრის სიმაღლის ბორცვით. გორასამარხი გაკეთდა მუჭის ზომის მოჭრილი ქვებისგან, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ქურდობა. კომაგენეს მეფის მიერ მიღებული ეს სიფრთხილე საკმაოდ საყურადღებოა, რადგანაც ქვები, ქვიშის მარცვლის მსგავსად ძირს ჩამოდის თუ იქნება გათხრილი. სწორედ ამის გამო სამარხამდე მისვლა დღემდე შეუძლებელია.

მავზოლეუმზე აგებული გორასამარხი არის ადგილი, სადაც მზის ამოსვლისა და ჩასვლის ნახვა შესაძლებელია მთელი თავისი ბრწყინვალებით... იმის გამო, რომ მთის მწვერვალი უფრო მაღალია ვიდრე სხვაგან მიმდებარე ტერიტორიაზე, იქედან მზის ამოსვლა და  ჩასვლა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს ჩანს. ალბათ ამიტომაც გამოხატავენ თავიანთ გაკვირვებას და განსხვავებულ ემოციებს ნემრუთის მთაზე ამ სანახობისთვის მისული ადამიანები. გერმანელი არქეოლოგი ფრიდრიხ დორნერი, რომელიც ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოებით ნემრუთის მთაზე და წიგნით "ღმერთების ტახტები ნემრუთის მთის მწვერვალზე", ამბობს, რომ ის არასოდეს დაივიწყებს ნემრუთის მთაზე პირველ ასვლას და ამბობს: "რაც არ უნდა მომზადებული მოვიდეს ადამიანი, სიმართლე მაინც აკვირვებს მას."

როგორც ბუნების ძეგლი, ასევე ადამიანის ხელით შექმნილი ისტორიული არტეფაქტი, ნემრუთის მთა დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. კომაგენეს ცივილიზაციის ღმერთის ქანდაკებები, რომლებიც ქმნიან ხიდს აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის, მდებარეობს ამ ვულკანურ მთაზე, ნემრუთზე.

ანატოლია, უამრავი ცივილიზაციის სამშობლო, ნემრუთის მთაზე სხვა სახეს აჩვენებს; ის გვხიბლავს თავისი გიგანტური ქანდაკებებით, რომლებიც თითქოს გასცქერიან წარსულსა და მომავალს. თითქოს სხვა სამყაროს კარები იღება, მზე ამოსვლისას ყველაფერს წითლად ღებავს მთელი თავისი ბრწყინვალებით, ყველაფერი დუმს, დრო ჩერდება... ადამიანი სიმშვიდეს პოულობს იმით, რომ როგორც სასწაული დღე თავიდან იწყება და თითქოს დროის საწყისის მოწმე ხდება.



მსგავსი ინფორმაციები