ერდოღანმა, ყურბან ბაირამობის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა, ყურბან ბაირამობის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1677348
ერდოღანმა, ყურბან ბაირამობის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ისარგებლონ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერვისით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურბან (მსხვერპლშეწირვის) ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მისალოც მესიჯში აღნიშნა, რომ თურქეთმა, როგორც ქვეყანამ, რომელმაც ეპიდემია დიდწილად კონტროლზე აიყვანა და ნორმალიზების ნაბიჯები გადადგა, წელს ოდნავ უკეთეს პირობებში ხვდება ბაირამს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ძალიან კარგ დონეზეა მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და რომ ვაქცინების მიწოდების პრობლემა არ არსებობს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მათ იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი ვაქცინა გამოსაყენებლად წლის ბოლოს მზად იქნება.

„მე ყველა ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ ისარგებლონ ვაქცინაციის მომსახურებით, რომელსაც ახლა ყველას ვთავაზობთ 18 წელს ზემოთ. პროგრესი, რომელიც ვაქცინაციის გზით მივაღწევთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდების ჯანმრთელობაზე, ერის ზნეობასა და ქვეყნის მიზნებისთვის. თურქეთის რესპუბლიკის ყველა შესაძლებლობები 84 მილიონის განკარგულებაშია. ჩვენ მტკიცედ მივდივართ ჩვენი მიზნებისკენ, ნდობის, სტაბილურობის, მშვიდობისა და იმედის პირობებში, რომელსაც რეგიონში და მსოფლიოში თურქეთის მზარდი ძალა ახდენს. დაე, ამ ყურბან ბაირამმა  ჩვენს გულებს მშვიდობა და ხსნა მოუტანოს, გილოცავთ ამ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“, აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #მესიჯი , #ყურბან ბაირამი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები