კოსმოსში პირველი ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა

ამ უპრობლემო მოგზაურობამ 90 წუთს გასტანა

1673810
კოსმოსში პირველი ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა

ბრიტანელმა ბიზნესმენმა, ლორდმა რიჩარდ ბრანსონმა, მისი კომპანია Virgin Galactic-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდით, 100 კილომეტრის სიმაღლეზე იმგზავრა და ეს სიმაღლე კოსმოსის საწყის წერტილად ითვლება. ამით რიჩარდ ბრანსონი, SpaceX-ის მფლობელ ელონ მასკისა და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადამიანი გახდა, რომელმაც კოსმოსური მოგზაურობის ინიციატივა გამოიჩინა და ამასთან, პირველი ტურისტიც გახდა, რომელმაც კოსმოსში იმგზავრა. ბრანსონთან ერთად მის კოსმოსურ ხომალდში 6 ადამიანი იმყოფებოდა და ნიუ-მექსიკოს შტატიდან გუშინ დილით აფრინდნენ. Virgin Galactic-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხომალდმა მიაღწია 100 კილომეტრის სიმაღლეს, რომელიც კოსმოსის საწყის წერტილად ითვლება. ამ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოგზაურობამ 90 წუთი გასტანა და ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ბრანსონთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად, უპრობლემოდ დაეშვა დედამიწაზე



მსგავსი ინფორმაციები