პრეზიდენტი: „ჩემი ერის ყველა წევრისგან ეპიდემიის დასაძლევად მხარდაჭერას ვითხოვ“

ერდოღანმა საახალწლო მესიჯი გაავრცელა

1555219
პრეზიდენტი: „ჩემი ერის ყველა წევრისგან ეპიდემიის დასაძლევად მხარდაჭერას ვითხოვ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერის ყველა წევრს სთხოვა, მხარი დაუჭირონ ეპიდემიის დასაძლევად ბრძოლაში წესების დაცვით, განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საახალწლო მისალოცი მესიჯი  გაავრცელა და როგორც თურქ ხალხს, ასევე მსოფლიოს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2020 წელი გამოირჩეოდა მრავალი სირთულით, განსაკუთრებით ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიით. მისივე თქმით, კოვიდ-19-ის ვირუსი, რომელმაც გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში, ისტორიაში შევიდა, როგორც ბოლო  საუკუნის ყველაზე დიდი ჯანმრთელობის კრიზისი.

ერდოღანმა ისიც აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში როგორც პირბადეების წარმოებაში, ასევს სასუნთქი აპარატების და სხვა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაში მსოფლიოში სერიოზული პრობლემები შეიქმნა რა, თურქეთი ამ თვალსაზრისით მიღებული ზომებით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა არმოჩნდა და თავისი 100 ათასზე მეტი ჯანდაცვის პერსონალით პანდემიას მეტნაკლებად წარმატებით გაუმკლავდა.

”მე ვთხოვ ჩემი ერის თითოეულ წევრს მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან,  რაც შეიძლება მალე გადალახოთ ეპიდემია. დაიცავით წესები ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს,“  განაცხადა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #საახალწლო მესიჯი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები