ერდოღანმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1551260
ერდოღანმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

რეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაული მიულოცა.

კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, პრეზიდენტმა ერდოღანმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი ძირძველი ისტორიით მოპოვებული გამოცდილებითა და შთაგონებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წარმოშობის, რასისა, რწმენის განურჩევლად ყველა ჩვენი მოქალაქის მიერ თავისი კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების თავისუფლად შესრულებას… განსხვავებებს სიმდიდრედ ვთვლით; იმ გაგებით, რომლის საფუძველიც ტოლერანტობა, პატივისცემა, სამართლიანობა, ერთიანობა და სოლიდარობაა მომავლისკენ მივდივართ, მშვიდობიანი თანაცხოვრებით ამ ტერიტორიაზე საერთო მომავლის აშენების საკითხზე ჩვენი გადაწყვტილება მტკიცეა... იმედი მაქვს, რომ შობის დღესასწაული, რომელსაც სხვადასხვა ტრადიციებისა და ეკლესიების კუთვნილების ჩვენი ქრისტიანი მოქალაქეები თავიანთი მრწამსის შესაბამისად აღნიშვანენ, სოლიდარობისა და ტოლერანტობის ატმოსფეროს განვითარებას ხელს შეუწყობს, ჩვენი ქრისტიანი მოქალაქეების თაოსნობით ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაულს ვულოცავ, მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებ.“


საკვანძო სიტყვები: #მისალოცი მესიჯი , #შობა , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები