„წყალი და კაცობრიობა“ 1/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 1/2020

1483513
„წყალი და კაცობრიობა“ 1/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 1/2020

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

წყალი, რომელიც ბუნებას აცოცხლებს, ნათესებს ამწვანებს, მარცვალს ზრდის ... წყალი უძველესია, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის დაწყებამდე არსებობდა... სიცოცხლის სიმბოლო ... ბარაქის სიმბოლო ... ელემენტი, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ცოცხალ არსებებს... წყალი, რომელიც აყალიბებს ცივილიზაციებს, ანადგურებს ცივილიზაციებს, აძლიერებს ან ასუსტებს სახელმწიფოებს... წყალი, რომელიც ისტორიას მიმართულებას აძლევს ... წყალი არის ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ომები მიმდინარეობდა და მკვლელობები ხდებოდა, რადგან წყალი ვისაც აქვს, მას ყველაფერი აქვს. წყალი შეუცვლელია!

წყალი წამყვან როლს ასრულებს მითოლოგიაში, ლეგენდებსა და ეპოსში ადამიანის მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ. იგი დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გუშინ, რადგანაც წყალს, პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენა აქვს ყველაფერზე, რაც ჩვენ გვაქვს. იგი სტრატეგიული რესურსია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ მსოფლიო კონიუნქტურაში სიტყვის თქმის სურვილი...

როგორც ყველა ბუნებრივი რესურსის შემთხვევაში, წყალსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მაგრამ წყლის ღირებულება ბევრად აღემატება სხვას, რადგან სიცოცხლე და საცხოვრებელი გარემოს წყალი ქმნის.  აქედან გამომდინარე, წყალი დიდი მნიშვნელობის წყაროს წარმოადგენს ქვეყნების არსებობის, მომავლის, უსაფრთხოების ინტერესების და ეკონომიკური განვითარებისათვის.

ამ მიზეზით, ჩვენ გვინდოდა წყლის საკითხის განხილვა სხვადასხვა ასპექტში ჩვენს  პროგრამაში ”წყალი და კაცობრიობა”...   ჩვენ ვისაუბრებით წყლის მოგზაურობაზე წარსულიდან დღემდე ანატოლიაში ისტორიის, კულტურისა და ცივილიზაციის კონტექსტში... ჩვენ შევეცდებით ავხსნათ მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა წყლის კანონი და წყლის უსაფრთხოება, რომლებიც 21-ე საუკუნის ქვეყნების პოლიტიკას ხელმძღვანელობს...

რა არის პირველი, რაც გახსენდებთ წყლის თქმისას? თვალები დახუჭეთ და ერთი წუთით დაფიქრდი, რა არის წყალი? რას ნიშნავს ის თქვენთვის?

წყლის აღწერა თან ძალიან მარტივია და თანაც ძალიან რთული, რადგან წყალი ერთდროულად ძალიან მარტივიცაა და ძალიან რთულიც. წყალი მთელი სამყაროა!

სასმელი წყალი არის უსუნო, უფერო და უგემოვნო ნაერთი. იგი შედგება ორი წყალბადის, ერთი ჟანგბადის ატომისგან, ალბათ პირველი ქიმიური ფორმულა, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ და შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილია, H2O -ა. ჩვენი სხეულის საშუალოდ 70% წყალია; ჩვენი სასიცოცხლო ორგანოები, ტვინი, გული, ფილტვები და თირკმელები ასევე შეიცავს წყალს იგივე პროპორციით. წყალი აბალანსებს ჩვენი სხეულის ტემპერატურას, აძლიერებს მეხსიერებას, უჯრედებს აწვდის საჭირო საკვებ ნივთიერებებს და ასუფთავებს მას ტოქსინებისგან. ამასთან, წყლის, რომელსაც ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ადამიანის სხეულში შენახვა არ ხდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია დღეების განმავლობაში გაუძლოს შიმშილს, მას მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია გაუძლოს წყურვილს. ამრიგად, კიდევ ერთხელ ვლინდება სასმელი, სუფთა წყლის მნიშვნელობა.

ჩვენ ხშირად ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წყალი არსებობდა სამყაროში სიცოცხლის დაწყებამდე მითოლოგიაში, ლეგენდებსა და ეპოსებში. მაგალითად, თურქების ჩამოყალიბების ეპოსში შემდეგნაირად არის აღწერილი, რომ დასაწყისში სამყარო წყლით იყო დაფარული:

"სამყარო ზღვა იყო, ცა არ იყო, არც მიწა, ერთ დროს ყველფერი წყლით იყო დაფარული ... ღმერთი ულგენი დაფრინავდა, მაგრამ ვერ პოულობდა დასაფრენ ადგილს ..."

წყალი არის რესურსი, რომელიც სხვადასხვა ფორმით არის შესული არა მხოლოდ თურქების, არამედ სხვა ერების წერილობით და ზეპირ ლეგენდებსა და ეპოსებშიც.  მას ვხვდებით რომაულ და ბერძნულ მითოლოგიებში, შუმერულ, სკანდინავიურ, აცტეკურ და შორეული აღმოსავლეთის ლეგენდებში. უძველეს საზოგადოებებში რწმენა იმის შესახებ, რომ წყალმა შექმნა სიცოცხლე, წლების შემდეგ წმინდა წიგნებშიც შევიდა.

წყალი, ისტორიის პირველი პერიოდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ცივილიზაციათა ფორმირებაში, ცივილიზაციები ყოველთვის იქმნებოდა და ვითარდებოდა წყლის ნაპირზე. სუფთა წყლის რესურსები მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ტერიტორიების დასადგენად, სადაც სოფლები და ქალაქები უნდა აიგოს. სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა მდინარეების გასწვრივ დაიწყო. წყლის სიმცირემ შიმშილი, ეპიდემიები და მიგრაციები გამოიწვია. იმ შემთხვევებში, როდესაც მისი გაკონტროლება შეუძლებელი იყო, წყალდიდობამ და წყალმა დიდი განადგურება გამოიწვია და სიცოცხლის წყარო, წყალი გადაიქცა ძალად, რომელმაც გაანადგურა ცივილიზაციები.

წყალი არის სუფთა, გამჭვირვალე, სამკურნალო... წყალი ბევრ სარწმუნოებასა და რელიგიურ ტექსტში წმინდადაა მიჩნეული. ისლამის რელიგიაში, სწამთ, რომ ზემზემის წყალი, რომელიც ამოდის მექას მახლობლად, სამკურნალოა. მსგავსად ამისა, ქრისტიანები საფრანგეთში წმინდა ლურდესის წყალს და ინდუიზმი მდინარე განგის წყალს წმინდად და სამკურნალოდ მიიჩნევენ. განსაკუთრებით სამ აბრაამისეულ რელიგიაში წყალი აუცილებელია რელიგიური ცერემონიებისთვის და ღვთისმსახურებისთვის. წყალი იუდაიზმში განწმენდას უზრუნველყოფს; ქრისტიანობაში ბავშვი, ნათლობის ცერემონიით წყლით ცოდვებისგან განიწიმდება, ისლამში წყალი აუცილებელია ყოველდღიური ღვთისმსახურებისთვის. სავალდებულოა ლოცვის დაწყებამდე წყლით აბდესტის მიღება, რადგან ალლაჰის წინაშე წარდგომა სხეულის გაწმენდის გარეშე არ სეიძლება.

ანატოლია არის ტერიტორია, რომელიც მომსწრეა ისტორიის დასაწყისისა, ტერიტორია, რომელმაც სამუდამო კვალი დატოვა ისტორიაში ... ამ მიწებზე დაიწყო კაცობრიობამ წერა, ამ მიწებზე დაიდო ისტორიაში პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება, პირველად გამოიყენეს ფული ამ მიწებზე და აქ დაიწერა წყლის პირველი ცნობილი კანონები.

შუმერები, რომლებმაც სოფლის მეურნეობის მორწყვაში წარმატებას მიაღწიეს, ხეთები, რომლებმაც ანატოლიაში პირველი კაშხალი ააშენეს, რომის იმპერიის საქალაქო წყალსადენი, ოსმალეთის პერიოდის წყლის სტრუქტურები, ამ მიწებზე არსებული უნივერსალური კულტურული მემკვიდრეობა, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე საუბარს იმსახურებს.

ამ პროგრამაში შევეცადეთ მოკლედ გვესუბრა იმაზე თუ რამდენად აუცილებელია წყალი ცოცხალი არსებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ანატოლიის ტერიტორია.

 



მსგავსი ინფორმაციები