თურქეთმა ლიბანს პირველადი დახმარება უკვე გაუგზავნა

თურქეთმა ლიბანს პირველადი დახმარება უკვე გაუგზავნა

1468087
თურქეთმა ლიბანს პირველადი დახმარება უკვე გაუგზავნა

თურქეთმა ლიბანში გუშინწინ მომხდარი აფეთქების შემდეგ შესაბამისი მხარდაჭერის  მიზნით პირველი ოფიციალური დახმარება უკვე გააგზავნა. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, მომზადებული, თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც სამედიცინო დახმარება და სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟის წევრები გადაჰყავდა, ბეირუთში უკვე ჩააღწია. თურქეთის მხრიდან გაგზავნილი პირველადი სამედიცინო დახმარება, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (AFAD) და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მხრიდან იქნა მომზადებული. შეგახსენებთ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ორი დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 135 ადამიანი დაიღუპა, 5000-სზე მეტი კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #ლიბანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები