მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში პირველი ლოცვები 24 ივლისიდან ჩატარდება

ერდოღანი: „აია-სოფია... დაე, ქარმა შენს გუმბათებში თავისუფლად იქროლოს. ოდითგანვე შენ ჩვენი იყავი და ჩვენ,  შენი“.

1459927
მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში პირველი ლოცვები 24 ივლისიდან ჩატარდება

თურქეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ მუზეუმიდან, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში პირველი ლოცვები 24 ივლისიდან ჩატარდება. აია-სოფიას მეჩეთში პირველ ლოცვასთან დაკავშრებით მზადებაც გრძელდება. სწორედ ამის ფარგლებში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით აია-სოფიასთან დაკავშირებით იუჯელ არზენის კლიპი გააზიარა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მომღერლები მონაწილეობენ. კლიპი, რომელიც ყირგიზულ, ბოსნიურ, აზერბაიჯანულ, ქურთულ, არაბულ, თურქულ და სხვა მრავალ ენაზეა გახმოვანებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული კლიპი ამ მესიჯით გაავრცელა: „აია-სოფია... დაე, ქარმა შენს გუმბათებში თავისუფლად იქროლოს. ოდითგანვე შენ ჩვენი იყავი და ჩვენ,  შენი“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და მისი ხელმეორედ მეჩეთად გახსნის შესაძლებლობა მოხერხდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მალევე მოაწერა ხელი მის  მეჩეთად გადაკეთების ბრძანებულებას.



მსგავსი ინფორმაციები