თურქეთის რადიო მაუწყებლობა 93-ე წლისთავს აღნიშნავს

თურქეთის რადიო მაუწყებლობა 93-ე წლისთავს აღნიშნავს

1412113
თურქეთის რადიო მაუწყებლობა 93-ე წლისთავს აღნიშნავს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT) რომელიც თურქული რადიო მაუწყებლობის 93 წლიანი ისტორისგან ძალას იღებს, აგრძელებს თურქეთის ხმის მსოფლიოსათვის მიწვდენას და მსმენელებთან ერთად აღნიშნავს რადიოს დღეს, 6 მაისს.

TRT-ში გაკეთებული განცხადებით, იმის გამო, რომ თურქეთში პირველი ოფიციალური რადიომაუწყებლობა 1927 წლის 6 მაისს დაიწყო, 2009 წლიდან მოყოლებული ეს დღე ყოველწლიურად სხვადასხვა პროვინციაში გამართული „TRT-ს რადიო დღეები“-ს ღონისძიებით აღინიშნება.

წელს 6 მაისს TRT-ს მიერ დაგეგმილი „რადიო დღეები“ კი ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა.

TRT-ს რადიო დეპარტამენტის წინამძღოლობით თურქეთში რადიო მაუწყებლობის 93-ე წლისთავი წელს კოვიდ-19-ის გამო TRT-ს რადიო გადაცემებით სახლებში აღინიშნება.

TRT-ს რადიო ხელოვანებმა, TRT-ს სტამბოლის მსუბუქი მუსიკისა და ჯაზის ორკესტრმა სახლებში შესრულებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული მინი კონცერტებით „სახლში დარჩენის“ მოწოდება გააკეთეს და აჩვენეს, რომ რადიო პროგრამებთან არსებული კავშირი არც ერთ შემთხვევაში არ გაწყდება.

თურქეთში 1927 წლის 6 მაისს, სტამბოლში სირქეჯიში დიდი ფოსტის სტუდიად გადაკეთებულ მანსარდიდან გაკეთებული პირველი ანონსით დაწყებული რადიო მაუწყებლობა, მყარ საძირკველზე მომავლისაკენ თვითდაჯერებული ნაბიეჯებით წინსვლაზე 1964 წელში TRT-ს შექმნაზე მნიშველოვანი გავლენა მოახდინა.

დღეს TRT-ს რადიოები, 93 წლიანი წარსულით, საზოგადოების სამსახურის პრინციპებით მსმენელებზე კონცენტრირებული, დინამიური სამაუწყებლო გაგებით ამ სფეროში განაგრძობენ მოწინავე როლის შესრულებას.



მსგავსი ინფორმაციები