28 თებერვალი ისტორიაში

28 თებერვალი ისტორიაში

1367971
28 თებერვალი ისტორიაში

 

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

.......

1953 წლის 28 თებერვალს, თურქეთმა, საბერძნეთმა და იუგოსლავიამ, ბალკანეთის პაქტს მოაწერეს ხელი. ეს პაქტი სამხედრო თანამშრომლობას და ბალკანეთის რეგიონზე საბჭოთა კავშირის ზეგავლენის შემცირებას ითვალისწინებდა

            

1986 წლის 28 თებერვალს, შვედეთის პრემიერ მინისტრი ოლაფ პალმე, რომელიც სტოკჰოლმში ცოლ–შვილთან ერთად იმყოფებოდა კინოში, გამოსვლისას შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა. სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსის მკვლელობა დღემდე არ გახსნილა

           

1991 წლის 28 თებერვალს, მას შემდეგ, რაც აშშ–მა დაიწყო თავისი სახმელეთო მოქმედებები სპარსეთის ყურის პირველ ომში, ერაყმა, მოკავშირეებთან ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტას და ამით კუვეიტთან 6 თვიანი ომი და მისი ოკუპაცია დასრულდა

            

1997 წლის 28 თებერვალს, თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 9 საათიანი კამათების შემდეგ, მიღებულ იქნა 18 მუხლიანი გადაწყვეტილებების პროექტი, რომლითაც მოქმედი მთავრობა გადადგა

                     

2015 წლის 28 თებერვალს, 92 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი იაშარ ქემალი

 



მსგავსი ინფორმაციები