თურქული სამზარეულო 51/2019

"ქადინბუდუ კოფთე“

1325703
თურქული სამზარეულო 51/2019

"ქადინბუდუ კოფთე“

კატლეტს თურქეთში ოსმალეთის პერიოდიდან ამზადებენ და ამბობენ, რომ აქ მისი 300-ზე მეტი სახეობაა. მისი მირთმევა შეგიძლიათ როგორც ძვირადღირებულ რესტორანში ასევე ქუჩაშიც. კატლეტის მთავარ ინგრედიენტებად შეიძლება გამოყენებული იქნას წითელი ხორცი, თეთრი ხორცი, თევზი, მარცვლეული და ბოსტნეულიც კი.  დღეს შემოგთავაზებთ „ქადინბუდუს კოფთეს“ ანუ კატლეტის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ როგორც ცხელი ასევე ცივი მიირთვათ.

ქადინბუდუს კატლეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

600 გრამი ფარში

½ ჭიქა ბრინჯი

1 ცალი ხახვი

3 ცალი კვერცხი

¼ ჩაის კოვზი კვლიავი

½ ჩაის კოვზი მარილი

¼ ჩაის კოვზი შავი პილპილი

1 ჭიქა დაფქული გამხმარი პური (საფენელი)

1 ჭიქა მზესუმზირის ზეთი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად გარეცხილი და გაწურული ბრინჯი ¼ ჩაის კოვზ მარილიან 1 ჭიქა წყალში შერბილებამდე მოხარშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით ან გახეხეთ. ტაფაზე ხახვი მოთუშეთ, ფარშის ნახევარი დაამატეთ და გააგრძელეთ მოთუშვა. როდესაც ფარში წვენს შეიშრობს გაზქურა გამორთეთ და ფარში გააციეთ. ცალკე თასში უმი ფარში, ფქვილი, მოხარშული ბრინჯი, მოთუშული და გაციებული ხახვიანი ფარში, 1 კვერცხი, სანელებლები და მარილი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მომზადებული მასა მაცივარში 30 წუთი გააჩერეთ. 2 ცალი კვერცხი ათქვიფეთ. ფარშისგან კატლეტები მოამზადეთ, ჯერ საფენელში შემდეგ კი კვერცხში ამოავლეთ და ზეთში შეწვით. შემწვარი კატლეტები სუფრასთან შეგიძლიათ როგორც ცხელი ასევე ცივი მიიტანოთ. შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები