იცით თუ არა რომ? – 42

იცით თუ არა რომ? – 42

1286249
იცით თუ არა რომ? – 42

 

იცით თუ არა რომ ფინარგოზის სახელწოდების მღვიმე არის მსოფლიოს ერთ – ერთი ყველაზე უდიდესი მღვიმე და მისი აღმოჩენა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული?

დიახ, თურქეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ფინარგოზის მღვიმე, ისპარტის ოლქის იენიშარბადემლის რაიონული ცენტრიდან 8 კმ-ის დაშორებით, ჩაიდერეს სახელწოდების ტყეში მდებარეობს. ამ მღვიმის დასაწყისსა და დასასრულს შორის სიმაღლეში სხვაობა 720 მეტრია და მისი შესწავლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. 1995 წელს ჩატარებული გრძელვადიანი კვლევების შედეგად, ამ გამოქვაბულის მხოლოდ 16 კილომეტრის გამოკვლევა მოხდა და მის შიგნით, სხვადასხვა ზომის აუზები, ჩანჩქერები, წვეთოვანი ქვის აუზები, სტალაგმიტები და სტალაქტიტები აღმოაჩინეს.  მღვიმის შესასვლელში ხშირად იცის ძლიერი ქარი, რომლის  სიჩქარე საათში ზოგჯერ 150-160 კილომეტრს აღწევს. ამ ბოლო წლებში მოიმატა მღვიმის მოზიარე ადგილობრივ და უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ



მსგავსი ინფორმაციები