მელბურნში Bourke Street Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწევა აიკრძალა

მელბურნში Bourke Street Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწევა აიკრძალა

1284577
მელბურნში Bourke Street Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწევა აიკრძალა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის მთავარ სავაჭრო უბანში მოწევა აიკრძალა. ვიქტორიის შტატის მეტროპოლში, Bourke Street Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეზღუდვა  4 ოქტომბერს   შევიდა ძალაში. ქალაქი,  რომელიც ზედიზედ შვიდჯერ დაიმკვიდრა პირველი ადგილი  მსოფლიოს ყველაზე საცხოვრებელ ქალაქებს შორის, 11 წერტილში სიგარეტის მოწევა აიკრძალა. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა, ვინც ქუჩაში, ბილიკზე ან მიმდებარე  სხვა ადგილზე სიგარეტს მოწევს, 100 ავსტრალიური დოლარით დაჯარიმდება. ამასთან, ქალაქში სიგარეტის ნამწვავის ქუჩაში გადაგდებაც აიკრძალა. გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში  ჯარიმა 400 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს. ქვეყანა სადაც  აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მთავრობის სასახლეებში, პლაჟებზე, ზოგიერთ ქუჩებში და საავადმყოფოების შესასვლელის ჩათვლით მრავალ ადგილას სიგარეტის მოწევა აკრძალულია,  ყველაზე იაფი ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 20 დოლარს შეადგენს.



მსგავსი ინფორმაციები