თურქული სამზარეულო 26/2019

ბურღულის ჩორბა იგივე წვნიანი

1225010
თურქული სამზარეულო 26/2019

თურქული სამზარეულო 26/2019

ბურღულის ჩორბა იგივე წვნიანი

მოგესალმებით. თურქულ სამზარეულოში ჩორბას იგივე წვნიანს განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი სუფრის განუყოფელი ნაწილია. მას არა მარტო სადილსა და ვახშამზე, არამედ ზოგჯერ საუზმეზეც მიირთმევენ. დღეს შემოგთავაზებთ ბურღული ჩორბის რეცეპტს. თურქულ სამზარეულოში გავრცელებული ბურღული მსხვილად დაღერღილ ხორბალს წარმოადგენს. ამ კერძის მომზადება საკმაოდ ადვილია, თუმცა ძალზედ გემრიელია.

ბურღულის ჩორბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

2 ცალი ხახვი

250 გრამი ფარშირებული ხორცი

1 სუფრის კოვზი კარაქი

1 სუფრის კოვზი წითელი წიწაკის პასტა

1 ჭიქა მსხვილად დაღერღილი ბურღული

6 ჭიქა ხორცის წვენი

1 ჭიქა მოხარშული მუხუდო

1 ცალი გახეხილი ფორთოხლის კანი

½ ჭიქა ფორთოხლის წვენი

მარილი, შავი პილპილი

ახლა კი გადავიდეთ ბურღულის ჩორბის მომზადების წესზე. თავდაპირველად ხახვი წვრილად დაჭერით და კარაქში მოთუშეთ. შემდეგ წიწაკის პასტა და ფარში ჩაამატეთ.  მოთუშეთ ხუთი წუთი.  შემდეგ მოხარშული მუხუდო, ფორთოხლის წვენი, გახეხილი ფორთოხლის კანი და ბურღული დაამატეთ. ხორცის წვენიც ჩაამატეთ და ადუღეთ. რომ ადუღდება მარილი, შავი პილპილი დაამატეთ და კიდევ წამოადუღეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი პიტნა დაამატოთ და სუფრასთან ისე მიიტანოთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები