თურქული სამზარეულო 25/2019

„ბატკნის მუტანჯანა“

1219987
თურქული სამზარეულო 25/2019

თურქული სამზარეულო 25/2019

„ბატკნის მუტანჯანა“

თურქებს შუა აზიიდან ანატოლიაში გადასახლების და შემდგომში ანატოლიში სელჩუკთა და ოსმალეთის იმპერიის შექმნით გაგრძელებულ პროცესში სხვადასხვა საზოგადოებებთან და კულტურებთან ურთიერთგავლენის მოხდენის შანსი მიეცათ. ეს ურთიერთგავლენა ბუნებრივად სამზარეულოზეც აისახა. ოსმალური სამზარეულო ანატოლიის ბარაქიანი მიწების, ბევრი კულტურის გავლენის წყალობით მსოფლიოს უდიდესი სინთეზური სამზარეულო გახდა. ოსმალური სამზარეულო მსოფლიოს ბევრ სამზარეულოში როგორც ტექნიკით ასევე კულტურით არსებობას განაგრძობს. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ოსმალური პერიოდიდან შემორჩენილი კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ამ კერძის სახელია „მუტანჯანა“, რომელში თავმოყრილია ტკბილი და მჟავე გემოები და ბლომად ხილი.

„მუტანჯანა“ მზადდება როგორც ბატკნის ასევე ქათმის ხორცით. დღეს კი ბატკნის ხორცს გამოვიყენებთ.

თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

800 გრამი ბატკნის ხორცი

100 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი

50 გრამი გაფცქვნილი ნუში

50 გრამი გარგარის ჩირი

50 გრამი შავქლიავის ჩირი

50 გრამი ლეღვის ჩირი

2 სუფრის კოვზი კარაქი

2 სუფრის კოვზი თაფლი

მარილი

2 წყლის ჭიქა თბილი წყალი

2 ჩაის კოვზი თუთუბო

ახლა კი გადავიდეთ „ბატკნის მუტანჯანას“ მომზადების წესზე.

თავდაპირველად სქელ ძირიან ქვაბში კარაქი გაადნეთ. გამდნარ კარაქში ხორცი ჩაამატეთ და მანამდე მოთუშეთ სანამ თავის წვენს არ შეიშრობს. წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაამატეთ და 2-3 წუთი მოშუშეთ. ჩაამატეთ თბილი წყალი და დაბალ ცეცხლზე 45 წუთი ხარშეთ. შავქლიავი, თაფლი, მარილი ჩაამატეთ და 5 წუთი კიდევ ხარშეთ. ცალკე ტაფაზე ცხელ წყალში მოხარშული ნუში, გრძლად დაჭრილი ლეღვი და გარგარი მოთუშეთ, ხორცს ჩაამატეთ და კიდევ რამდენიმე წუთი ხარშეთ.  მომზადებული კერძი სერვისის თეფშზე გადაიტანეთ, ცოცხალი მწვანილით მორთეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ.

შეგერგოთ!

 



მსგავსი ინფორმაციები