თურქული სამზარეულო 24/2019

წვნიანი კატლეტი

1219931
თურქული სამზარეულო 24/2019

თურქული სამზარეულო 24/2019

წვნიანი კატლეტი

თურქეთში როგორც ამბობენ, 300-მდე სახეობის კოფთეს ანუ კატლეტს ამზადებენ. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა მხარეში მისთვის დამახასიათებელ კატლეტს აკეთებენ. რამდენიმე გადაცემის წინ ამ კერძის ყველაზე მარტივი რეცეპტი შემოგთავაზეთ დღეს კი „წვნიანი კატლეტის“ მომზადებას გასწავლით.  

წვნიანი კატლეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

300 გრამი ფარშირებული ხორცი

1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი

1-2 კბილი გაჭყლეტილი ნიორი

½ ჩაის ჭიქა წვრილად დაღერღილი ბურღული

1 ტკბილის კოვზი მარილი

¼ ტკბილის კოვზი შავი პილპილი

¼ ტკბილის კოვზი კვლიავი

¼ ტკბილის კოვზი წითელი პილპილი

2 ცალი კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი

2 კოვზი ფქვილი

2 კოვზი ტომატის პასტა

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე:

თავდაპირველად ფარშირებულ ხორცს ბურღული, გაჭყლეტილი ნიორი, სანელებლები და მარილი დაამატეთ და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ფარში 15 წუთი გააჩერეთ შემდეგ კი დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი ბურთულები გააკეთეთ.  ფქვილი მოზრდილ ლანგარზე დაყარეთ. მომზადებული ბურთულები ფქვილში ამოავლეთ.   შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი მოზრდილ ქვაბში ზეთში 3-4 წუთი მოთუშეთ. დარბილებულ ხახვს ტომატის პატსა, მარილი, დაჭრილი კარტოფილი დაამატეთ და 2 წუთი მოთუშეთ. ცხელი წყალი ჩაამატეთ და 10 წუთი ადუღეთ ნამა სანამდე კარტოფილი არ დარბილდება. შემდეგ ფქვილში ამოვლებული ბურთულები ჩაამატეთ.  ქვაბს თავსახური დააფარეთ და დაბალ ცეცხლზე 15 წუთი ხარშეთ. მომზადებულ კერძზე შეგიძლიათ ხმელი პიტნა მოაყაროთ და სურასთან ისე მიიტანოთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები