წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ  ათასობით იეზიდს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ  ათასობით იეზიდს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

1210559
წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ  ათასობით იეზიდს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისოს ორგანიზაციამ ერაყის ქალაქ, დუჰოკში მდებარე ‘ჰანკი’-ს სახელწოდების ლტოლვილთა ბანაკში თავშეფარებულ  3 000-ზე მეტ  იეზიდთა ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ერბილში თურქეთის კონსულმა,  ჰაქან ქარაჩაიმ განაცხადა, რომ ერაყში ტერორის და ძალადობრივი ქმედებების გამო მოსახლეობას ძალიან რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. მისივე თქმით ტერ ორგანიზაცია, დაეში-ს მიერ განხორციელებული თავდასხმების  გამო ათასობით იეზიდი ქალაქ მოსულის სინჯარის რაიონიდან იძულებით მიგრაციაში წავიდნენ, რომლებიც ამჟამად ‘ჰანკი’-ს სახელწოდების ლტოლვილთა ბანაკს აფარებენ თავს. „ჰანკი-ს სახელწოდების ლტოლვილთა ბანაკში სინჯარიდან  ტერ ორგანიზაცია, დაეში-ს ზეწოლის გამო გამოქცეული იეზიდები დღეისათვის   სამწუხაროდ სინჯარში სხვა  ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს არსებობის გამო უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ რა, 3 000-ზე მეტი ოჯახი ზემოთ ხსენებულ ლტოლვილთა ბანაკს აფარებს თავს. ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. სწორედ ამის ფარგლებში ჩვენმა წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაწყვიტა მათთვის ჰუმანიტარული დახმარება გაეწია,“ განაცხადა ჰაქან ქარაჩაიმ.



მსგავსი ინფორმაციები