იცით თუ არა, რომ? 21/2019

თურქული ენა მეხუთე ადგილზეა იმ ენებს შორის, რომელზედაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს

1207075
იცით თუ არა, რომ? 21/2019

თურქული ენა მეხუთე ადგილზეა იმ ენებს შორის, რომელზედაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს

იცით თუ არა, რომ თურქული ენა მეხუთე ადგილზეა იმ ენებს შორის, რომელზედაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ენებიდან ურალ - ალთაის ენის ჯგუფის ალთაური ენების ოჯახში შემავალ თურქულ ენაზე დღეს მსოფლიოში დაახლოებით 220 მილიონი ადამიანი საუბრობს.

თურქული ენა სხვა ალთაური ენების მსგავსად ბოლოსართებს იღებს. მასში არ არის სქესის განსხვავება.

წარსულში დასავლელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევებით თურქული „რთულად შესასწავლ“ ენების ჯგუფში შედიოდა. მაშინ როდესაც, ენის სფეროში ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოსაზრებები სწორი არ არის და იმ ენების შესწავლა, სადაც ბოლოსართები გამოიყენება, ადვილია. თავის ტვინის კვლევებმა აჩვენეს, რომ თურქული ენა ტვინის მუშაობის სისტემის შესაფერისია და სწავლის პროცესს აადვილებს. თურქული ენის ბგერების სიმდიდრე, ბგერებისა და ასოების ურთიერთობა, მარცვლისა და სიტყვის წარმოება, სიტყვის ცნობა და  გონებრივი ლექსიკონის განვითარების მსგავსი თავისებურებები აადვილებს წერა-კითხვის შესწავლას და ასევე ანვითარებს გონებრივ შესაძლებლობებს.


საკვანძო სიტყვები: #იცით თუ არა რომ , #თურქული ენა

მსგავსი ინფორმაციები