თურქული სამზარეულო 21/2019

„თასის ქაბაბი“

1203391
თურქული სამზარეულო 21/2019

თურქული სამზარეულო 21/2019

„თასის ქაბაბი“

„თასის ქაბაბი“ ოსმალური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია. გადმოცემის მიხედვით, ძველად ამ კერძს სპილენძის ღრმა თასში ამზადებდნენ და სწორედ ამიტომ ჰქვია მას თასის ქაბაბი. სახლში ამ კერძს ძირითადად ფოლადის ან სქელ ძირიან ქვაბში ამზადებენ. თასის ქაბაბი საკმაოდ პრაქტიკული კერძია და იგი შეგიძლიათ როგოც ცალკე, ასევ კარტოფილის პიურესთან ან ფლავთან ერთად მირთვათ.  

თასის ქაბაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ნახევარი კილო ბატკნის წვრილად დაჭრილი ხორცი

1 სუფრის კოვზი ზეთი

2 სუფრის კოვზი კარაქი

1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი

1 ცალი წვრილად დაჭრილი სტაფილო

3 ცალი მსხვილად დაჭრილი კარტოფილი

4 კბილი ნიორი

1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა

3 წყლის ჭიქა ცხელი წყალი

½ ჩაის კოვზი მარილი

შავი პილპილი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე.

თავდაპირველად ზეთი ქვაბში ჩაასხით და გააცხელეთ, ჩაამატეთ კარაქი და ხორცი. საშუალო ცეცხლზე მანამდე მოთუშეთ, სანამ ხორცი მის წვენს არ შეიშრობს. შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაამატეთ და გააგრძელეთ ხორცის მოთუშვა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ნიორი დაამატეთ. მას შემდეგ რაც ხახვი და ნიორი დარბილდება, დაამატეთ ტომატის პასტა და  შემდეგ კი ცხელი წყალი დაასხით. ბოლოს მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო ჩაამატეთ. კერძი შავი პილპილით და მარილით შეაზავეთ. ქვაბს თავსახური დააფარეთ და დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 30 წუთი ხარშეთ მანამ, სანამ ხორცი არ დარბილდება.

შეგერგოთ!


საკვანძო სიტყვები: #თურქული სამზარეულო

მსგავსი ინფორმაციები