თურქული სამზარეულო 20/2019

ყაბაყის მუჯვერი ანუ ყაბაყის კატლეტი

1203378
თურქული სამზარეულო 20/2019

თურქული სამზარეულო 20/2019

ყაბაყის მუჯვერი ანუ ყაბაყის კატლეტი

თურქულ სამზარეულოში არსებობს ბევრი კერძი, რომლებიც ხორცის გარეშე მზადდება. ამ კერძების მთავარი ინგრედიენტი ბოსტნეულია. ამ კერძებიდან ერთ-ერთია „მუჯვერი“, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ. ყაბაყის, ყველის, ფქვილის, კვერცხის და სანელებლების შეზავებით მომზადებული მუჯვერი თავისუფლად შეუძლიათ მიირთვან ვეგეტარიანელებმაც. თურქეთში მას ძირითადად ყაბაყით ამზადებენ, თუმცა შესაძლებელია მისი სხვა ბოსტნეულით მომზადებაც. დღეს ჩვენ კლასიკური „ყაბაყის მუჯვერის“ რეცეპტს გაგაცნობთ. ეს კერძი შეიძლება ყაბაყისგან მომზადებულ კატლეტს შევადაროთ.

ყაბაყის მუჯვერის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

4-5 ცალი პატარა მწვანე ყაბაყი

3 ცალი ათქვეფილი კვერცხი

1/3 წყლის ჭიქა დაჭრილი ოხრახუში

1/3 წყლის ჭიქა დაჭრილი კამა

1 ½ წყლის ჭიქა ფქვილი

4-5 ცალი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

1 წყლის ჭიქა გასრესილი თეთრი ყველი

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი

½ წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი შესაწვავად

მაწვნის სოუსისთვის დაგჭირდებათ:

1 წყლის ჭიქა მაწონი

1 კბილი ნიორი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე:

ჯერ ყაბაყი სახეხის მსხვილ მხარეზე გახეხეთ. მისათვის, რომ მუჯვერი წყლიანი არ გამოვიდეს, გახეხილ ყაბაყს ცოტა მარილი მოაყარეთ და 10 წუთი გააჩერეთ. წყალგამოსული ყაბაყი კარგად გაწურეთ და ფართო ჯამში გადაიტანეთ.  დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი, 3 ყავის ფინჯანი ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შესაწვავად ზეთი ტაფაზე დაასხით და გააცხელეთ. მომზადებული ყაბაყის მასიდან თითო სუფრის კოვზი ამოიღეთ და ტაფაზე შეწვით.  იმისათვის რომ მუჯვერს ზედმეტი ცხიმი გამოაცალოთ იგი თავდაპირველად ქაღალდის ხელსახოცზე დადევით და შემდეგ გადაიტანეთ სერვისის თეფშზე. სოუსის მოსამზადებლად ერთი ჭიქა მაწონი და გასრესილი ნიორი ერთმანეთში კარგად აურიეთ. ოთახის ტემპერატურაზე გაციებულ მუჯვერს მაწვნის სოუსი მოასხით და სუფრასთან ისე მიიტანეთ. შეგერგოთ!

 



მსგავსი ინფორმაციები